კორპორატიული ღონისძიებები

კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება

კორპორატიული ღონისძიებების პროფესიონალური დაგეგმვა და კოორდინაცია, რომლებიც ასახავს თქვენი ბრენდის ღირებულებებს და ქმნის დასამახსოვრებელ გამოცდილებას თქვენი გუნდისა და სტუმრებისთვის.

დაგვიკავშირდით
Corporat events.jpg

ღონისძიებები, რომლებიც ძლიერ კორპორატიულ კულტურას ქმნიან

კორპორატიული კულტურისა და გუნდური სულისკვეთების განმტკიცების, თანამშრომლებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზება.

გუნდური შეხვედრები

ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომლობას, აძლიერებენ ურთიერთნდობას და გუნდური სულისკვეთებას გუნდის წევრებს შორის.

საგანმანათლებლო ივენთები

ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, შთაგონებასა და ზრდას და აძლიერებენ კორპორატიულ კულტურას.

დახურული ღონისძიებები

დახურული ღონისძიებები სტრატეგიული დისკუსიების, დაგეგმვისა და ქსელური კავშირებისთვის.

კორპორატიული ღონისძიებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ორგანიზაციის კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებაში, თანამშრომლების ერთიანობის განმტკიცებაში, სხვადასხვა საკითხის არაფორმალურ გარემოში განხილვაში, მოსაზრებების გაცვლაში, უნარების გაუმჯობესებასა და უბრალოდ გართობაში. სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება ხელს უწყობს კომპანიის იმიჯის გაუმჯობესებას თანამშრომლებში და მათი ლოიალობის განმტკიცებას.

კორპორატიული ღონისძიებების სახეები

მიზანი - ცოდნის გაზიარება, პროფესიული უნარების გაუმჯობესება.

  • პროდუქტის ან მომსახურების პრეზენტაცია

მიზანი - ახალი პროდუქტის სამიზნე აუდიტორიისთვის წარდგენა, ყურადღების მიპყრობა.

  • გუნდური მუშაობა

მიზანი - თანამშრომლებს შორის სამუშაო და ინტერპერსონალური ურთიერთობების განმტკიცება და გაუმჯობესება.

მიზანი - პროდუქციის ან მომსახურების აუდიტორიისთვის დემონსტრირება, მათი ხილვადობის გაზრდა.

  • კორპორატიული ვახშმები და გალა კონცერტები

მიზანი - ღონისძიებების ან მიღწევების აღნიშვნა, თანამშრომლების ურთიერთქმედების სტიმულირება, მათი მოტივაცია.

  • მენეჯერული შეხვედრები

მიზანი - ბიზნესის მნიშვნელოვანი თემებისა და სტრატეგიული ნაბიჯების განხილვა.

მარკეტინგული კომპანია „სპარსისი“ აწყობს ნებისმიერი ფორმატისა და მასშტაბის კორპორატიულ ღონისძიებებს; ზოგიერთი მათგანის ნახვა აქ შეგიძლიათ.

ჩვენი პროექტები

Loading...

დაგვიკავშირდით

დაინტერესებული ვარ…