კომპლექსური მარკეტინგული სერვისები Wellkauf-ისთვის
Sparsis-ის საერთაშორისო პარტნიორი კომპანია Wellkauf, წარმოადგენს განცხადებათა პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია გერმანიისა და ავსტრიისთვის. ვებგვერდზე შესაძლებელია შეიძინოთ ან გაყიდოთ ყველაფერი - უძრავი ქონებით დაწყებული, საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული.
თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა სრული მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბრენდის ცნობადობის ამაღლების სტრატეგიის შექმნას, სოციალური მედია მარკეტინგს (SMM), საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას (SEO), დიზაინერულ მომსახურებებს, ვიდეოგადაღებას, სარეკლამო კამპანიების შემუშავებას და განხორციელებას.
თანამშრომლობის პროცესში შეიქმნა მოკლე ვიდეოები (Reel), სადაც ნაჩვენებია ვებგვერდის გამოყენების გზები, პროდუქციის ასორტიმენტი და ყველა ის უპირატესობა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს.
ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და სწორი სამიზნე აუდიტორიის მოზიდვის მიზნით ორგანიზებული იქნა თანამშრომლობა რიგ ინფლუენსერებთან. შედეგად შეიქმნა საინტერესო და დამამახსოვრებელი ვიდეოები.