კომპლექსური მარკეტინგული მომსახურება კომპანია ML MINING-ისთვის
სომხეთის წამყვან კომპანიასთან ML MINING, რომელიც დაკავებულია არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით, მშენებლობითა და სამშენებლო მასალების წარმოებით, თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური მარკეტინგული მომსახურება. სერვისები მოიცავდა: ბაზრის კვლევას, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას, ინსტრუმენტების შერჩევას,
სოციალური მედიის პლატფორმების მართვასა და სარეკლამო კამპანიების ჩატარებას, ასევე პროფესიულ ფოტო-ვიდეო გადაღებას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას.
განხორციელებულმა სამუშაოებმა ხელი შეუწყო კომპანიის ცნობადობის ამაღლებას, გაყიდვების სტიმულირებას და ბრენდის პოზიციების გამყარებას ბაზარზე.
თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად იქმნება ვიდეორგოლები, რომლებიც მოგვითხრობს კომპანიის საცხოვრებელი კომპლექსებისა და მშენებლობის პროცესის შესახებ.