მარკეტინგული კომპანია „Sparsis“ დაარსდა 2019 წელს. დაარსების დღიდან ჩვენი მიზანია ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი, როგორც საერთაშორისო კომპანია, რომელიც სთავაზობს მაღალხარისხიან, კომპლექსურ მარკეტინგულ მომსახურებას.
კომპლექსური მიდგომა
„Sparsis“-ის კომპლექსური მიდგომა ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, მთელი მარკეტინგი სრულად გადაულოცონ ჩვენს გუნდს და თავად მხოლოდ ბიზნესის შიდა მართვაზე იფიქრონ.
ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას:
- ბაზრის კვლევასა და ანალიზს
- ციფრულ მარკეტინგს
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას
- ღონისძიებების ორგანიზებას
- დიზაინსა და ბრენდინგს
- ბეჭდურ, რადიო- და ტელერეკლამას.
საერთაშორისო გამოცდილება
„Sparsis“ არის საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია, რომელიც უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს ევროპულ, ამერიკულ და აზიურ ბაზრებზე. ჩვენი გამოცდილება მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, კანადა, გერმანია, ავსტრია, ბრაზილია, ბელგია, საქართველო, რუსეთი, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, ყაზახეთი, ჩინეთი და სხვა.
გლობალურ ციფრულ სივრცეში აქტიური ყოფნის გარდა, ჩვენ ვავითარებთ ფიზიკურ წარმომადგენლობასაც - დღეს პარტნიორებს ვხვდებით არა მხოლოდ ერევანში, არამედ უკვე თბილისში.
პროფესიონალთა გუნდი
„Sparsis“-ის მთავარი ღირებულება არის ძლიერი და გამოცდილი გუნდი. თითოეული ჩვენი თანამშრომელი თავისი სფეროს პროფესიონალია, ხოლო ვიწრო პროფილის ექსპერტების ჩართულობა მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო მაღალ დონეზე წევს.
ჩვენი დევიზია - „იდეას აქვს ფორმა“. ყველაზე თამამი იდეებიც კი ჩვენს ხელში რეალობად იქცევა და თამაშის წესებს ცვლის.
„Sparsis“- ის წარმატების საიდუმლო არის გუ ნდი და სანდო პარტნიორები.
დამატებით ინფორმაციას ჩვენს სერვისებზე, განხორციელებულ პროექტებსა და პარტნიორებზე გაეცნობით ოფიციალურ ვებ გვერდზეურ ვებ-გვერდზე.